ლაშიჭალა - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბალნეოლოგიური კურორტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ლაშიჭალას ეწვია, რომელიც მდინარე ლაჯანურას ხეობაში მდებარეობს.


ლაშიჭალას საქართველოს ბალნეო-კლიმატურ კურორტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია, სადაც მინერალური წყლების დალევა ახდენს გამოხატულ მანორმალიზებელ ზეგავლენას საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების მქონდე ავადმყოფობებზე.


ამავე დროს, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ლაშიჭალას მინერალური წყლების აბაზანები სამკურნალო ზეგავლენას ახდენენ: გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული და პერიფერიული ნერვული სისტემის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შარდ-სასქესო ორგანოების ზოგიერთი პათოლოგიების მქონე ავადმყოფობებზე.

პრეზიდენტი ცაგერს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან