საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გელა გიორგაძემ და კონფლიქტების საკითხებში ირაკლი გოგიბერიძემ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.