საქართველოს პრეზიდენტი დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს შეხვდა და პანდემიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება განიხილა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო, მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო გატაცებების ფაქტებსა და ადამიანის უფლებების გახშირებულ დარღვევებს.
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პრეზიდენტს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.