,,განვლილმა წლებმა ნათლად დაგვანახა რომ მტრის გარდა, ძმათაშორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს და წარმატება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. როგორც აფხაზებმა ასევე, საქართველოს ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ერთად და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ წარსული ჭრილობების მოშუშებასა და ჩვენი მომავალი თაობების ნათელი ხვალინდელი დღისათვის საფუძვლის ჩაყრას"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სოხუმისბდაცემის დღესთან დაკავშირებით.
დღესვე პრეზიდენტის მრჩევლებმა საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კონფლიქტების საკითხებში და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნის ერთიანობისათვის მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.