საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა სახლებისა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ტკბილეულთან ერთად 100 ლარიანი სააფთიაქო და სასურსათო ვაუჩერები გაუგზავნა

ბენეფიციარებს საჩუქრები საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მისმა მრჩევლებმა გადასცეს.

მ. იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის 47 პაციენტმა და ბერია ანდრიას სახ. საქველმოქმედო ფონდის 45 ბენეფიციარმა 100 ლარიანი სააფთიაქო და 100 ლარიანი სასურსათო ვაუჩერი მიიღო, თბილისის და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატების 123 ბენეფიციარმა - საახალწლო ტკბილეული და 100 ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერი, ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ 68 ბენეფიციარმა - საახალწლო ტკბილეული და პირველადი მოხმარების საგნები, ხოლო თბილისის 6 ბავშვთა სახლის 107 ბენეფიციარმა - საახალწლო ტკბილეული.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან