საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალებს ახალი წელი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალებს ახალი წელი მიულოცა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს მეძლევა საშუალება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, გისურვოთ,  თქვენ და თქვენს ოჯახებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, გამძელობა და წარმატება!

ეს წელი ყველასთვის და თქვენი ოჯახებისათვის, ისევე როგორც მთელი საქართველოსათვის საკმაოდ მძიმე და რთული იყო, მაგრამ გადავიტანეთ.

იწყება 2021 წელი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოსთვის წარმატებული წელი იქნება. ჩვენ დავძლევთ არა მხოლოდ პანდემიას, დავძლევთ მის შედეგებს და მივაღწევთ იმას, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც იყო ამ ქვეყნის მთავარი მიღწევა, რომ ჩვენ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი კუნძული და მშვიდობის კუნძული ვართ - და ეს თქვენი დამსახურებაა!

მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ ჯარს იმისთვის, რაც ამ წელს მოახრეხა და იყო სადარაჯოზე, შიგნით ქვეყანაში, სადაც საჭირო იყო ამ ძალების მობილიზება. 

მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ საზღვარგარეთ, ჩვენს საერთაშორისო მისიებში. ამისთვის მთელი საზოგადოება ჩემი სახელით მადლობას გიხდით! ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ თქვენი მეშვეობით აფასებენ ქართველის მამაცობას, ქართველის მზადყოფნას დაიცვას არა მხოლოდ თავისი ქვეყანა და თავისი ტერიტორია, არამედ მსოფლიო მშვიდობა.

ძალიან დიდი მადლობა! კიდევ ერთხელ გისურვებთ, რომ ეს წელი, თქვენთვის და თქვენიანებისთვის, ბედნიერი წელი ყოფილიყოს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი დაჭრილ მეომრებსა და ვეტერანებს - თქვენ ყველგან იჩენთ სიმამაცესა და იმ თავდადებას, რომელიც იყო და ყოველთვის იქნება ქართველობის ნიშანი, ჩვენმა საზოგადოებამ კი ამისათვის ყოველდღიურად უნდა გამოხატოს მადლიერება

პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისათვის 13 არტილერისტი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა