ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართა.
ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
კონცერტში მონაწილეობდნენ: ქუჩის მუსიკოსები, დავით ევგენიძე და ბენდი. საქართველოს პრეზიდენტმა კონცერტზე რამდენიმე მუსიკოსის კომპოზიცია მოისმინა.
კონცერტი, პანდემიის გამო, ონლაინრეჟიმში გაიმართა და გადაიცა პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუქგვერდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის საშუალებით.