პრეზიდენტი - სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველო სამართლებრივად გამართლებულია - ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ისტორიისა და ჩვენი მომავლისთვის!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო სამართლებრივად გამართლებულია, სახელმწიფო აღიარებულია, როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნის.

„დღეს ძალიან სიმბოლური დღეა, რომელსაც ბრიუსელში ვხვდები, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია! ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის მერე, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომიდან 12 წლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად გამართლებულია, სახელმწიფო აღიარებულია, როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ისტორიისა და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება.

მე მინდა კერძოდ, დიდი მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროსა და თეა წულუკიანს, რამეთუ ამ გამარჯვებაში მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან