პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში საქართველოში ისრაელის საქმეთა რწმუნებულს, სმადარ ზემახ-რაზაბის, რაბი ბენ ციონ ისრაელაშვილს, რაბი აჰარონ მდინარაძესა და ისრაელში საქართველოს ელჩს, ლაშა ჟვანიას შეხვდა. 

შეხვედრისას პრეზიდენტმა გაიხსენა ჰოლოკოსტის უდიდეს ტრაგედიას შეწირული მილიონობით მსხვერპლი და მათი ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, სტუმრებთან ერთად სანთელი დაანთო.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან