საქართველოს პრეზიდენტი - ანზორ ერქომაიშვილი შევიდა საქართველოს ისტორიაში და მე დღეს საქართველოს სახელით ჭირისუფალი ვარ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სამების საკათედრო ტაძარში ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მის ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

„არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ გლოვობს საქართველოში, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა და პატივს არ სცემდა ანზორ ერქომაიშვილს, რომელიც უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში და მე დღეს საქართველოს სახელით ჭირისუფალი ვარ!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც წარმოადგენს იმას, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება, „ის იყო საზოგადოების გამაერთიანებელი. დღეს ტაძარში შემოვიდა მთელი საზოგადოება - დიდი, პატარა, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი და ეს დიდი მაგალითია იმისა, რაც ბატონმა ანზორმა დაგვიტოვა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან