პრეზიდენტმა დათა ვანიშვილი (სიკვდილის შემდეგ) მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დათა ვანიშვილი (სიკვდილის შემდეგ) მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დათა ვანიშვილი სახელმწიფო ჯილდოთი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის დაჯილდოვდა.

„დავით ვანიშვილი შემოვიდა ჩვენს ისტორიაში და იგი არის სიმბოლო იმ უსამართლობისა და იმ გაუსაძლისი მდგომარეობისა, რომელშიც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. დღეს, 9 აპრილს, სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მინდა მის ოჯახს ეს მედალი გადავცე, როგორც ნიშანი ჩვენი უდიდესი პატივისცემისა და ჩვენი იმედისა, რომ ამ სიტუაციას გადავლახავთ, საქართველო გამთლიანდება, ასეთი ადამიანები თავიანთ სოფლებში მშვიდად იქნებიან და არ ექნებათ იმის აუცილებლობა, რომ ამ უსამართლობას გაუძლონ! დღეს, ამ მომენტში, მინდა ხელახლა ვახსენო ის ადამიანები რომლებიც დაიღუპნენ ენგურზე გადასვლისას. ესეც ის ძალიან დიდი უსამართლობაა, რომელიც უნდა დასრულდეს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოვალეობა, რომ ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძლოთ და ამისთვის ერთიანობაა აუცილებელი. ასეთი თარიღები და სიმბოლოები გვაერთიანებს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მხოლოდ ასეთი სიმბოლოების ირგვლივ კი არ ვიქნებით გაერთიანებული, არამედ გავერთიანდებით ქმედითი ნაბიჯების ირგვლივ და ამით დავძლევთ ჩვენი ქვეყნის ყველა დღევანდელ გამოწვევას“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სახელმწიფო ჯილდო დათა ვანიშვილის ოჯახს დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან