პრეზიდენტი კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანს კავკასიაში, დანიელ მაკ სუინის შეხვდა.

საუბარი შეეხო კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხს, მათი მოძიების პროცესის გაგრძელებისა და უწყვეტობის აუცილებლობას და ამ პროცესში ჩართული მხარეების მაქსიმალურად ეფექტური კოორდინაციის საჭიროებას. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების უფრო გრძელვადიანი, მდგრადი და ეფექტური სამოქმედო სტრატეგიის მნიშვნელობას. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში სევერინ შაპაზი.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან