საქართველოს უნივერსიტეტებს ქართულ-აფხაზურ ენაზე გამოცემული კონსტიტუცია საჩუქრად გადაეცათ

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს უნივერსიტეტებს საჩუქრად გადაეცათ, პრეზიდენტის ინიციატივით, ქართულ-აფხაზურ ენაზე გამოცემული კონსტიტუცია. 

,,გილოცავთ კონსტიტუციის დღეს! კონსტიტუცია, როგორც ეროვნული თანხმობის, ერთიანობისა და განვითარების დოკუმენტი არა მხოლოდ ქვეყნის უზენაესი კანონი, ან უბრალოდ ნორმათა ერთობლიობაა, არამედ ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამაერთიანებელი დოკუმენტია.

ჩვენ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა და ყველამ ერთად პირნათლად და მტკიცედ უნდა დავიცვათ და ვემსახუროთ მის მიზნებსა და პრინციპებს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან