შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად დღეს კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა კომისიამ გამოაცხადა, რომლის პირველი სხდომაც დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმნისტრაციაში გაიმართა და რომელსაც ფილოლოგი ვალერი ასათიანი უხელმძღვანელებს.

პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ხუთისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც  მოიპოვებს პრემიას,  გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი ჯილდო.

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება ელექტრონულად 2021  წლის პირველი ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის  ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე info@president.gov.ge, ხოლო ის ნაწარმოები, რომელიც თავისი მოცულობის ან სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით, მიიღება  მატერიალურად ელექტრონული განაცხადის გადმოგზავნის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კომისიის შემადგენლობ

შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსისძირითადი პირობები

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან