ბიზნესმენები თბილისს თებერვალში ჩატარებული დიასპორის ეკონომიკური ფორუმის მიზნებიდან გამომდინარე ეწვივნენ, რათა საქართველოში საინვესტიციო პირობები და მიმართულები გაიცნონ.
ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესმენები პრეზიდენტს შეხვდენენ, დაგეგმილია ასევე შეხვედრები საქართველოს რეგიონებში.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის განვითარებაში დიასპორის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დიასპორა უფრო აქტიურად იყოს ჩართული ქვეყნის საქმიანობაში, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური და პოლიტიკური მიმართულებით.
,,მნიშნელოვანია, რომ საქართველო დიასპორული ქვეყანა გახდა, რომლის მოსახლეობის პრაკტიკულად ერთი მეოთხედი (თუ არა მესამედი) საზღვრებს გარეთ ცხოვრობს, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ერთ-ერთ სერიოზულ ადამიანურ რესურსს წარმოადგენს.
ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს რესურსი, როგორ გავააქტიუროთ, როგორ გავაძლიეროთ ურთიერთობები და ჩვენს შორის თანამშრომლობა რათა ეს ჩართულობა გახდეს ძალიან ბუნებრივი საზღვარგარეთ მცხროვრებთათვის, (რომლებიც რომც არ იყვენენ საქართველოს მოქალაქეები და უკვე ჰქონდეთ მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შეილება დაიბრუნონ საქართველოს მოქალაქეობაც).
ამ კავშირების გაძლიერება ძალიან მნიშნელოვანია და ამ კუთხით, ის ფორუმი, რომელიც თებერვალში ჩატარადა, რაზეც მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციას, ძალიან საჭირო ფორმატის ორგენიზებისათვის.
სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ეს ფორმუმი პრიველად ონლაინ ფორმატში ჩატარდა, მაგრამ მისი ჩატარება თავისთავად მნიშნელოვანია, რომელსაც გაგრძელება ექნება და მისი ერთ-ერთი გაგრძელება სწორედ დღევანდელი ვიზიტია.
მივესალმები იმას, რომ თქვენ გეძლევათ საშუალება შეხვდეთ ქვეყანაში მთავარ ეკონომიკურ აქტორებს და ასევე, ძალიან კარგი ინიციატივაა ის, რომ თქვენ რეგიონებში ჩადიხართ, რამეთუ ძალიან ხშირად ეს ღონისძიებები თბილისში ტარდება, როცა ჩვენი ქვეყნის განვითარების მომავალი უფრო მეტად რეგიონებშია.
თქვენ, პატარა, მაგრამ სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი ხართ, იმიტომ, რომ იმედი მაქვს ამას მოყვება ძალიან ბევრი სხვა, ამ ტიპის, ვიზიტები - რათა ეკონოკმიკური კუთხით გაძლიერდეს და გახშირდეს ეს ურთიერთობები და როდესაც დაბრუნდებით ამის გაზიარება ყველა შესაძლო ფორმით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რათა სხვებმაც გაიგონ და სხვა ქვეყნებშიც, რომ ეს კავშრები მხოლოდ საწყის ეტაპზეა, მაგრამ ძალიან დიდი მომავალი აქვს. მთვარია, რომელ ქვეყანასთან რა ტიპის კავშირები და რა ტიპის ბმა არსებობს და როგორ შეინარჩუნებ ამ კავშირებს.
როგორც ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელი, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, გავაძლიეროთ და შევინარჩუნოთ ეს კავშირი და კიდევ გავამრავლოთ ადამიანები, რომლებიც იქნებიან ჩართულნი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.