ნებისმიერ მსურველს შეეძლება სადღესასწაულოდ ჩიჩილაკებით მორთული პრეზიდენტრის სასახლის ეზოს დათვალიერება და სამსახსოვრო ფოტოების გადაღება.
ღონისძიებაზე სტუმრად მოსული ბავშვები წინასაახალწლო განწყობას შეიქმნიან და ანიმატორებთან და დრამერებთან ერთად გაერთობიან.
ღონისძიების საპატიო სტუმრები იქნებიან სოფელ წეროვანის მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელები, რომელთა შორისაც არიან აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ბავშვები.
საქველმოქმედო აქცია 18:00 საათზე დაიწყება.