საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების 200 ლარიანი ვაუჩერები დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს გადასცეს.
აღინიშნა, რომ ამ საახალწლო საჩუქრით საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ვეტერანების მიმართ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი ღვაწლისთვის.
კობა კობალაძემ საქართველოს პრეზიდენტს შშმ ვეტერანებისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის, სამსახურის ბენეფიციარების სახელით მადლობა გადაუხადა.