პრეზიდენტი - დღეს ჩვენ მოქალაქეებს სჭირდებათ ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა და სწორედ ამისთვის შეიქმნა ადვოკატების ეს ჯგუფი

ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებელი ადვოკატებსა და იურისტების ჯგუფის წარდგინება გაიმართა, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის მცველი მოქალაქეების პრო ბონო, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის ერთიანდებიან.

საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს დამოუკიდებელი ადვოკატებსა და იურისტების ჯგუფს, რომლებიც

საქართველოს ევროპული მომავლის მცველი მოქალაქეების პრო ბონო, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის ერთიანდებიან.

,,დაპატიმრებულ ადამიანებს სჭირდებათ ყველანაირი დაცვა, ასევე დაცვა სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვისთანაც სახლში მიდიან ჩხრეკისთვის ისე, რომ ამისათვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. გუშინ ანგარიშსწორება იყო ქალთა მარშის მონაწილეებზე ძალიან მიუღებელი ფორმით.

ჩვენ მოქალაქეებს, რომ სჭირდებათ ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს ჯგუფი, რასაც ვესალმები.

ადვოკატების და იურისტების ეს ჯგუფი, რომლებიც იმისთვის შეიკრიბა, რომ  დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, მისცენ მათ სამართლებრივი რჩევები და ამისთვის ცხელი ხაზიც ამოქმედდება და ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ. ეს არის ძალიან დიდი, ვიტყოდი, სამოქალაქო შეგნების გამოხატულება და რაც ქმნის საზოგადოებას.

ჩვენ თვალწინ ყველა სხვადასხვა კუთხით და მიმართულებით იქმნება ნამდვილი ქართული თავისუფალი საზოგადოება და მე ამას არამხოლოდ მივესალმები, ეს ნამდვილად ჩვენი იმედის წყაროა, რადგან ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერასოდეს ვერცერთი რეჟიმი ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს.

ჩამოყალიბებული საზოგადოება შემართებული ადამიანებით, ეს არის ის რაც ყველაფერზე და ყოველთვის გაიმარჯვებს.

მე მინდა, რომ ამ ადამიანებს მივესალმო და ჩვენგან დიდი მადლიერება გამოვხატო. ყველას გვსურს, რომ  დაკავებულები და  ისინი, ვინც  ციხეში არიან გათავისუფლდნენ, ან ვისაც ხვალ დაემუქრებიან ისინი იყვნენ დაცულნი და მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დაკავებულები ძალიან სწრაფად განთავისუფლდებიან, რადგან ამ  რეჟიმს ძალიან მალე სხვა გზა არ ექნება, მაგრამ სანამ ეს მოხდება, მანამდე ამ ხალხის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჯგუფის კოორდინაცია ,,მართლმსაჯულების სახლის" მხარდაჭერით განხორციელდება, რომლის სახელითაც დღეს ჯგუფის წარდგენისას ეკა ბელელიამ ისაუბრა და საზოგადოებას საკონტაქტო ინფორმაცია მიაწოდა - ცხელი ხაზი

2 95 28 26 /599 99 69 53;

ელ.ფოსტა

houseofjustice2021@gmail.com 

სხვა სიახლეები