ინტერვიუ Sky News-სთან

ინტერვიუ Sky News-სთან

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახლა თბილისიდან შემოგვიერთდება. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობას იღებთ Sky News-ის გადაცემაში. თქვენ წარსულში თავად ყოფილხართ ამ საპროტესტო აქციებზე. თქვენ ახლახან მიმართეთ მოსახლეობას. თქვენ თქვით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერავინ წაართმევს. თქვენ აშკარად ფიქრობთ, რომ ეს ხდება, გვითხარით რატომ.

რაც ხდება ისაა, რომ საქართველოში კურსის შეცვლის მცდელობების სერია იყო. მცდელობა, რომელსაც მმართველი პარტია ან მმართველი ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც ცდილობდა რუსეთის კანონის, სხვადასხვა კანონების შემოღებით, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგებოდა, შეეცვალა გზა, რომელიც გასული წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსიმინიჭებით იყო გარანტირებული.

ასე რომ, ეს ნამდვილადაა ჩვენი ბედის, ჩვენი მომავლის მტკიცება. და ხალხს ეს აწუხებს. მათ ასევე ძალიან აწუხებთ ის ფაქტი, რომ არჩევნები მოიპარა ძალიან კარგად ორგანიზებულმა, ძალიან რუსულმა თუ საბჭოთა სტილში ორგანიზებულმა არჩევნებმა. მათ ნახეს როგორ მოპარეს არჩევნები. და მას შემდეგ პარლამენტის ლეგიტიმურობა აღიარებული არაა, სადაც არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შესულა. ეს ერთპარტიული პარლამენტი, არალეგიტიმური, არ აღიარებული ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მიერ; რომელიც არალეგიტიმურ მთავრობაირჩევს, რომელიც ხვალ ალბათ პრეზიდენტს აირჩევს, რომელიც ლეგიტიმური არ იქნება.

ამასობაში არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებამ შეცვალოს ის, რაც კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაა და მისი გადახედვა რუსეთისკენ არის ის, რამაც ეს უზარმაზარი რეაქცია გამოიწვია თბილისის ქუჩებში, რომელიც ყოველ საათსა და ყოველდღიურად იზრდება. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქუჩის პროტესტი არის ის, რაც ჩვენ რუსული კანონის მიღების დროს ორჯერ უკვე ვნახეთ გასულ გაზაფხულზე და ამ გაზაფხულზე. მაგრამ ამჯერად [პროტესტმა] მთელს ქვეყანაში იფეთქა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენი აზრით, არჩევნები მოიპარეს. ევროპარლამენტმა ასევე განაცხადა, რომ ეს არჩევნები, ოქტომბრის არჩევნები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო და ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო. თქვენ ახსენეთ შეცვლა, დასავლეთის, ევროკავშირის მიმართ უფრო გახსნილობასა და რუსეთის უფრო ფართოდ ყოფნას შორის. რას ისურვებდით, რომ ევროკავშირმა ან დასავლურმა ქვეყნებმა გააკეთონ ამასთან დაკავშირებით?

თქვენ ახსენეთ ევროპარლამენტი. არც ერთმა ჩვენმა დემოკრატიულმა პარტნიორმა, ევროპელმა თუ ამერიკელმა, დღემდე არ აღიარა არჩევნები, რომელიც ერთ თვეზე მეტი ხნის წინ ჩატარდა. და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლები შანსია, რა თქმა უნდა, რომ [შედეგები] აღიარონ, რადგან ქუჩაში მყოფი ხალხი (ეს არის დემოკრატია) ამბობს, რომ რუსეთში დაბრუნება და იმასთან გაერთიანება, რაც მათ წარსულს 30 წელი წარმოადგენდა არ სურთ.

და რაც მთავარია, რის თქმასაც ვცდილობდი, ისაა, რომ ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ამ ქვეყანაში არც ერთ დროს არ გვინახავს, მთელი ქვეყანა მართლაც პროტესტის ნიშნად დგას გარეთ. ხალხი ტოვებს სხვადასხვა სამინისტროებს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თანამდებობებს ტოვებენ, რადგან თვლიან, რომ მთელი ცხოვრება ცდილობდნენ საქართველო ამ ევროპულ გზაზე გადაეყვანათ; და რომ დღეს რასაც ხედავენ არის ღალატი იმ ხალხის მიერ, რომლებიც არ არიან არჩეული და, რა თქმა უნდა, არ არიან არჩეული, რათა საქართველოს გზა შეცვალონ და ბატონი პუტინისგან ან ბატონი დუგინისაგან კომპლიმენტები მიიღონ.

პრეზიდენტ პუტინზე საუბრისას, ნება მომეცით გავაჟღერო განცხადება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, ირაკლი ბახიძისგან მოვისმინეთ. მან შაბათის საპროტესტო აქციები დაახასიათა:  მათ ძალადობრივი დემონსტრაციები უწოდა, მაგრამ ასევე თქვა, რომ ზოგიერთ უცხოურ სუბიექტს მაიდანის სტილის სცენარით  საქართველოს უკრაინიზაცია სურს. და მაიდანი, რა თქმა უნდა, 2014 წლის რევოლუცია, რომელმაც ამა თუ იმ გზით უკრაინაში რუსეთის თავდაპირველი თავდასხმები გამოიწვია. ვფიქრობ, ის, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის ხდება, საქართველოზე მძიმედ აისახება. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს ეს ერის ფსიქიკაზე და ხალხის ქმედებებზე?

არა მგონია, რომ აქვს. არასდროს ჰქონია. საქართველო ყოველთვის მედეგი იყო ევროპისკენ, დამოუკიდებლობისკენ, რუსეთისგან თავისუფლების შენარჩუნების გზაზე. ეს გრძელი ისტორიაა. და  რაც დღეს ხდება, რევოლუცია ნამდვილად არაა. რა თქმა უნდა, ეს ისეთი რამ არაა, რასაც  ძალიან მშვიდობიანი ხალხი ხელმძღვანელობს. და თქვენ შეგიძლიათ ეს თქვენს სურათებზე ნახოთ. ეს ხალხი ძალიან მიზანმიმართული და ძალიან მშვიდობიანი. და რასაც ჩვენ ვხედავთ, სამოქალაქო არეულობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ხალხი არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან აღარ თანამშრომლობს.

როგორც თქვენ ამბობთ, ხალხი შეიძლება მედგრად დგას. მაგრამ შიშობთ თუ არა  რუსეთის მხრიდან უფრო ექსპანსიონისტურ დამოკიდებულებ 10 წლის წინანდელთან შედარებით?

რუსეთი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს, ვერ ახერხებს გამარჯვებას ამ ორწელიწადნახევრის განმავლობაში, მაგრამ ახლა ცდილობს საარჩევნო ომები მოიგოს და არა მარტო საქართველოში. ამის გაკეთება მოლდოვაში უშედეგოდ სცადა. ამის გაკეთებას რუმინეთში ცდილობს პირველი ტურის ძალიან გასაკვირი შედეგით და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. და ის ამის გაკეთებას ცდილობდა ამ პრორუსული (შეიძლება მათ ასე ვუწოდოთ საქართველოში) ხელისუფლების დახმარებით. მაგრამ ეს არ მუშაობს. ჩვენ ახალი არჩევნებისკენ სტაბილური გადასვლა გვექნება. სწორედ ამას ითხოვდა ევროპარლამენტი. სწორედ ამას უჭერენ მხარს ჩვენი პარტნიორები. და ეს ყველაზე მთავარია.

ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. თქვენ ახალი არჩევნები ახსენეთ, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტმა ნათლად დააფიქსირა თავისი შეხედულებები. რა სხვა ვარიანტები შეიძლება არსებობდეს საქართველოს მომავლისთვის, თუ გზა ევროკავშირთან და ზოგადად დასავლეთ ევროპასთან ინტეგრაციისკენ ერთგვარად აკრძალული ან გართულებული იქნება? მაშინ რა როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს? ნეიტრალური როლი? ან როგორ ფიქრობთ, თუ დასავლეთთან მჭიდრო კავშირები არ იქნება, მაშინ რუსეთის გავლენის სფერო გაფართოვდება?

რა თქმა უნდა არა. ამ ქვეყანას, რომელსაც ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, რომელმაც რუსული იმპერიალიზმის ყველა ასპექტი იცის, რას ნიშნავს ენის წართმევა, რელიგიის წართმევა, ტრადიციების წართმევა, სრულიად დამორჩილება - არ არსებობს შემთხვევა, რომ ეს მოსახლეობა ამას მიიღებს. საქართველოს მხოლოდ ერთი მომავალი აქვს - დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. ეს ისაა, რისკენაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მივისწრაფვით. და ამიტომ ის, რასაც ახლა ხედავთ, არის ძალიან ძლიერი მოძრაობა. და  სამოქალაქო მოძრაობ, სამოქალაქო საზოგადოება და არა მხოლოდ ქუჩებში პროტესტი, არის ის, რაც ცვლილებას გამოიწვევს. ერთპარტიულმა მმართველობამ და ერთპიროვნულმა მმართველობამ, რომელიც ბატონი ივანიშვილი კრემლთან კავშირებით, ვერ გადარჩება, როდესაც მას საკუთარი ხალხისგან ლეგიტიმაცია არ აქვს, როდესაც მას პარტნიორებისგან  მხარდაჭერა არ აქვს. არანაირი მხარდაჭერა ეკონომიკისგან.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ თქვენი ხედვები გაგვიზიარეთ.

მადლობა.

სხვა სიახლეები