უქმეებზე უდიდესი მანიფესტაციები გაიმართა მთელს ქვეყანაში. შეგახსენებთ, რომ გასულ ოქტობერს ჩატარებულმა საკანონმდებლო არჩევნებმა დაადასტურეს ხელისუფლებაში პრორუსული პარტია, რომელმაც შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. მოგესალმებით ქალბატონო სალომე
მოგესალმებით
თქვენ, ყოფილი ფრანგი დიპლომატი, 2018 წელს აგირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. თქვენ შაბათს განაცხადეთ რომ უარს ამბობთ (პრეზიდენტის) სასახლის დატოვებაზე თქვენი მანდატის დასრულების შემდეგ. ამას კიდევ დავუბრუნდებით. უპირველეს ყოვლისა, პროტესტი გავრცელდა ქვეყანაში ისე, როგორც არასდროს ქალბატონო პრეზიდენტო. თქვენ იბრძვით იმისათვის, რომ უზრუნველჰყოთ თქვენი ქვეყნის ევროკავშირში შესვლა, რას ფიქრობთ თქვენ, რა განწყობა გაქვთ, როდესაც ხედავთ, რომ საქართველოს პატარა ქალაქებშიც კი არის მანიფესტაციები, რაც საკმაოდ იშვიათია.
ეს მთელი ქვეყნის აჯანყებაა. მე მსგავსი რამ არც მინახავს და არც გამიგია, ასეთი საერთო აჯანყება, როგორც თქვენ თქვით. საქართველოს ყველა ქალაქში, პატარა ქალაქებშიც არის მანიფესტაციები. ბევრი მანიფესტაცია გვინახავს, და როგორც წესი, ყველაფერი დედაქალაქში იყო კონცენტრირებული. დღეს კი ყველგანაა, ამ პატარა ქაკაქებშიც, სადაც თითქოს 120 თუ 130 პროცენტით გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ ტოტალურად გაყალბებულ არჩევნებში. არჩევნებში, რომლის გაყალბებაც მოხდა რუსული არჩევნების გაყალბების სისტემით და მისი დახმარებით. მე მოვუწოდებდი ევოპულ ქვეყნებს სიფრთხილისკენ, რადგან ეს ემუქრება რუმინეთსაც დღეს, ემუქრებოდა მოლდოვას გუშინ და ეს გავრცელდება თუ მას აქ, საქართველოში არ შევაჩერებთ. ქართველები მზად არიან შეაჩერონ ეს სისტემა, რომლის გამოც რუსული არჩევნების შემდეგ ჩვენ რუსული ძალაუფლება გვყავს, რომელიც დღეს არის ერთი პარტიის და ერთი კაცის ძალაუფლება. დღეს სახეზეა რუსული რეპრესიები სპეცდანიშნულების ძალებით, რომლებიც, უკვე ცხადია რამდენიმე დღეა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან…
ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ანუ ?
... მათი სიუხეშე... ანუ მათ აძლევენ ამფეტამინებს, ან არ ვიცი რას, იმისათვის რომ მათი სიუხეშე გადაჭარბებული იყოს, ისევე როგორც მათი გამძლეობა. რადგან უკვე 5 ღამეა... ჩვენი ახალგაზრდები ძალიან გამძლეები არიან, მაგრამ მათაც სჭირდებათ გამძლეობა,
დიახ
... რომ შეინარჩუნონ გამძლეობის ეს ხარისხი, რომელიც წარმოუდგენელია
დავამატებ, რომ დაკავებების რიცხვმა მოიმატა გუშინ საღამოს, ასევე დაზიანებულებიც არიან.
არის დაკავებები, და ხაზი უნდა გაესვას რომ დაკავებები არ ამხოლოდ მანიფესტაციების დასარულს, დილის 6 საათისთვის ხდება, არამედ ისიც, რომ ხალხს აკავებენ მათ სახცოვრებლებთან, სახლებში, მე მსგავსი რამ არ მინახავს და არ გამიგია.
პარლამენტმა ძალიან მოკლე დროში, 14 დეკემბერს უნდა წარადგინოს საქართველოს ახალი პრეზიდენტი. წარდგენის პროცედურა შეიცვალა, და შერჩეულ იქნა ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც პოლიტიკაში მოვიდა რადიკალურ მემარჯვენე პარტიაში...
პრორუსულ პარტიაში
პრორუსულ პარტიაში. ქალბატონო სალომე, თქვენ თვლით, და ახლაც ახსენეთ, რომ ეს საკანონმდებლო არჩევნები მასიურად გაყალბდა, და შაბათ საღამოს განაცხადეთ უარი თქვენი პოზიციის დატოვებაზე. დაპირისპირება იქნება თქვენსა და პრემიერ მინისტრს შორის ?
არა, მე უარს არ ვამბობ ჩემი პოზიციის დატოვებაზე. სიტუაცია კონსტიტუციურია, ანუ არჩევნები გაყალბდა და მოიპარეს, არავინ არ აღიარა შედეგები, არ აღიარა მოსახლეობამ და ყოველ დღე ვხედავთ ამას არჩევნების შემდეგ, არ აღიარეს ჩვენმა ევროპელმა დემოკრატიულმა პარტნიორებმა. არჩევნები არ ჩატარებულა. იყო სამი საკონსტიტუციო დარღვევა ერთმანეთის მიყოლებით: არალეგიტიმური პარლამენტის მოწვევა, არაკონსტიტუციური ფორმებით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ვართ რეჟიმის წინაშე, რომელიც მთლიანად გამოდის საკონსტიტუციო ჩარჩოდან, არღვევს კონსტიტუციას. მათ აირჩიეს მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, სადაც ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი. და, თუ არ ვცდები, 14 დეკემბერს აირჩევენ პრეზიდენტს, რომელიც ასევე არ იქნება ლეგიტიმური. მას ისედაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, მისი საფეხბურთო კარიერის გარდა არანაირი დიპლომიც არ აქვს. მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე უარს კი არ ვამბობ წასვლაზე, არამედ ჩემი მანდატი გრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება ახალი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. მე ველოდები, და არა..... (იცინის).... ეს კონსტიტუციური დავაა...
დაიახ, მივხვდი. თქვენი სურვილი არ არის საპრეზიდენტო სასახლის ბუკერად გადაქცევა.
რა თქმა უნდა არა.
რას ელით ქალბატონო პრეზიდენტო ?
მე მივმართე სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. საკონსტიტუციო სასამართლო იმალება მაგადის ქვეშ, რომ არ გაგვცეს პასუხი. და დღეს უკვე ყველა ქალაქებში გამართული მანიფესტაციების გარდა იწყება მანიფესტაციები საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, რომ აიძულონ ის გასცეს პასუხი. მას ხელეწიფება ამ კრიზისის სტაბილურად დასრულება და ქვეყნის ამ გაუგონარი სიტუაციიდან გამოყვანა, სადაც მას რუსული რეჟიმი ჰყავს, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ძალის გამოყენებით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას.
ქალბატონო სალომე, რას ელით ევროკავშირისგან ? ელით საქართველოს წინააღმდეგ ძლიერ და მკაფიო სანქციებს, იქნება რისკი რომ გაწყდეს კავშირი საქართველოს მოსახლეობასთან და ამით გაძლიერდეს რუსული გავლენა, თუ პირიქით, აუცილებელია ევროკავშირმა მაგიდას მუშტი დაარტყას ?
ვფიქრობ უნდა დაარტყას (მაგიდას) მუშტი, ამას ელოდება ქართველი ხალხი. სხვა შემთხვევაში იქნება ძალიან იმედგაცრუელბული, იქიდან გამომდინარე რომ დღეს, ეს არის მოსახლეობა, რომელიც ყველაზე მედგრად იბრძვის ევროპისთვის. ეს არის ერთადერთი იდეა. გვსურს, რომ დაგვიბრუნონ ჩვენი ევროპული ბედი, და რომ დაგვიბრუნონ ჩვენი საარჩევნო ხმა, რომლის მიზანი სწორედ ევროპული ბედის განმტკიცება იყო. მოსახლეობა ევროპას სთხოვს, რომ მან რეაგირება მოახდინოს, ცხადია რომ არ აღიაროს ეს არალეგიტიმური მთავრობა, გააგრძელოს მისი არ აღიარება. და მიიღოს ზომები, რომლებსაც ევროპელები ჩათვლიან საჭიროდ რომ დარჩნენ მათი იდეალების და სიტყვისადმი ერთგულები. სხვა შემთხვევაში ამ სიტყვას აზრი ეკარგება
რა არის უმთავრესი მოტივი ქართველებისთვის, რის გამოც უნდათ ევროკავშირში შესვლა, რას ელოდებიან ისინი უმთავრესს ევროპისგან ?
უპირველესი ევროპაში არის მათ ღირებულებების დაბრუნება.
რას ნიშნავს ეს ?
ეს არის მთელი ინდივიდუალური ღირებულებების საფუძველი, რაც ქმნის ევროპას და ქმნის საქართველოს, როგორიცაა მრავალკულტურულობა, საქართველო ყოველთვის იყო მრავალკულტურული, მაგრამ საკუთარი იდენტობის მქონე, რომლის დასაცავადაც იგი იბრძოდა.
დაცვას ელის თუ სამხედრო დახმარებას?
მორალურ მხარდაჭერას, ყველამ იცის, რომ არ იქნება სამხედრო დახმარება. ჩვენ ამას მიჩვეული ვართ, დიდი ხნის განმავლობაში საქართველო მარტო იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მანამდე კი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. და არავისგან მხარდაჭერა გარედან არ მიუღია უპირველეს ყოვლის გეოგრაფიული ფაქტორებიდან გამომდინარე. ამ საკითხზე ილუზია არ არსებობს, მაგრამ არის მორალური და მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის ძალიან დიდი საჭიროება. ახლა აღარ არის ორაზროვანი მესიჯების დრო, დავიწყების დრო, რადგან სხვაგან სხვა კრიზისებია, რაც ყველასთვის გასაგებია. მაგრამ აქ წყდება იქნება თუ არა ევროპა მისივე ერთგული თუ არა, და თუ როგორი იქნება ხვალინდელი ევროპა. აქ არის შავი ზღვა და მისი სანაპიროები, სადაც დღეს რუსეთმა ჰიბრიდული სტრატეგია წამოიწყო ევროპელების გასაყვანად, მათ დასამარცხებლად არა ომით, ამას ვერ მიაღწიეს უკრაინაში, არამედ ჰიბრიდული სტრატეგიით ; საქართველო, რუმინეთი ხვალ, მოლდოვა ჯერჯერობით ვერ, მიუხედავად ძლიერი მცდელობებისა. ეს არის რუსეთის ახალი სტრატეგია და ამას უნდა გასცეს პასუხი ევროპამ საქართველოში.
მადლობა ქალბატონო სალომე.