საქართველოს პრეზიდენტმა მოქანდაკე და იუველირი გუჯი ამაშუკელი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საზღვარგარეთ ქართული კულტურის განვითარებასა და წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ძალისხმევისათვის მსოფლიოში აღიარებული მოქანდაკე და იუველირი გუჯი ამაშუკელი ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა.

დაჯილდეობის ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო მოქანდაკის შვილს პირადად გადასცა. ცერემონიას საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი და მოქანდაკის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები