ინტერვიუ TVP World-თან

ინტერვიუ TVP World-თან 

ძალიან მალე საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ერთ თვეზე ნაკლებ დროში, საქართველო ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე დგას, გახდეს დასავლეთის ნაწილი, ევროკავშირის ნაწილი, თუ რუსეთისკენ აიღოს გეზი. რომელი გზით აპირებს წასვლას? მე ახლა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შემომიერთდა. კეთილი იყოს TVP World-ზე მობრძანება.

მადლობა.

ქალბატონო პრეზიდენტო, ამ კითხვაზე პასუხი რეალურად ძალიან მალე იქნება. მაშ, როგორ ფიქრობთ, თქვენი ქვეყანა რომელ გზას დაადგება 26 ოქტომბრის შემდეგ?

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმ გზას აირჩევს, რომელსაც ყოველთვის ირჩევდა მაშინ, როცა საქმე ამ კითხვას ეხებოდა. რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ინარჩუნებს, რომლისთვისაც საუკუნეების მანძილზე ვიბრძოდით, უფრო მეტად, ვიდრე პოლონეთი ადრე.

დიახ, ეს საერთო გვაქვს.

საერთო გვაქვს.

გვაქვს ჩვენ ეს გამოცდილება.

დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ეს არის ის, რასაც ქართველები არ დათმობენ. და მათ კარგად ესმით, რომ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და მშვიდობის ერთადერთი შენარჩუნების გზა დღეს, დღევანდელ მსოფლიოში არის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ...

რა თქმა უნდა. რეალურად, საქართველო არასდროს ყოფილა დასავლეთთან, ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ახლა. ქართველი ხალხის 80%-ს სჯერა, რომ ისინი პროევროპელები არიან. მაგრამ ხელისუფლება, ქართული ოცნება, როგორც პარტიას ჰქვია, რუსეთის მსგავს კანონებს აწესებს, როგორცაა ანტიაგენტური, ანტი ლგბტ. ხომ არ იქნება ეს საფრთხე თქვენი დასავლეთთან ინტეგრაციისთვის?

არის. საქართველოს ხელისუფლების ეს ტენდენცია მაქსიმუმ ორი-სამი წლის წინ დაიწყო, ჯერ ძალიან ნელა, მაგრამ შემდეგ დაჩქარდა. რიტორიკა ჩვენი პარტნიორების მიმართ უფრო და უფრო აგრესიული ხდება და უფრო და უფრო თავმომწონე რუსეთის მიმართ. პრემიერ-მინისტრი სულ რამდენიმე დღის წინ გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე საუბრისას რუსეთი არ უხსენებია. ეს ბევრს აჩვენებს.

აფხაზეთი და ოსეთი.

ასეა. ეს ბევრს აჩვენებს. საქართველოს მოსახლეობა, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში სტაბილურადაა ევროინტეგრაციის მომხრე, ვერ მიიღებს იმას, რომ ქვეყანა უკან, წარსულში დაბრუნდეს.

 ქართული ოცნებას“  აქვს არჩევნებში გამარჯვების შანსი?

არა, არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მხარდაჭერის დიდი ნაწილი დაკარგა, რაც ლოგიკურია, რადგან ისინი უკვე დიდი ხანია ხელისუფლებაში არიან. პროევროპული ძალები, რომლებიც დაყოფილები იყვნენ და ახლა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არიან გაერთიანებულები, რომელიც რეკომენდაციების კიდევ ერთი ფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ...

თქვენ საკმაოდ ჩართული ხართ ამაში.

თანაფარდობა დღეს 60% - 40% -ზეა, მათ შორის გაყალბების გათვალისწინებით - რადგან ბევრი, თუ ისინი საჯარო მოხელეები არიან ან რაღაც წნეხის ქვეშ იმყოფებიან, გამოკითხვისას არ იტყვიან, რომ ისინი არჩევნებზე [მმართველი პარტიის] წინააღმდეგ მისცემენ ხმას. ამიტომ, საკმაოდ დარწმუნებული ვარ ციფრებში, ასევე,  ქართველი ხალხის მიზანმიმართულობაში არ დაკარგოს ევროპული შანსი. რას შეეხება ხელისუფლების შესაძლებლობას შეეცადოს გაყალბებას....

ქართველ ხალხში არის განწყობა, რომ ეს არჩევნები ნამდვილად რეფერენდუმივითაა, პროევროპულობა ან მის წინააღმდეგ?

ვფიქრობ, ასე იკითხება და სწორედ ამიტომ ვფიქრობ საზოგადოება მობილიზებული იქნება. ახალგაზრდები, რომლებიც მარტში ვნახეთ, რომ ქუჩებში იდგება, ახლა პირველად იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ბევრი მათგანი, თავისუფალი იქნება თავის ხმაში. ასევე დიასპორა -  საზღვარგარეთ მყოფი ერთი მილიონი ჩვენი მოქალაქე ძალიან მობილიზებულია. ძალიან საინტერესოა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ ხმა არ მისცენ.

არც ისე უჩვეულოა, რომ პოლიტიკური განხეთქილებები იზრდება ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებში, ასვე თქვენს ქვეყანაში. მაგრამ, თქვენ ახალხან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღალატში ძალიან ძლიერად დაადანაშაულეთ.

მე დავადანაშაულე?

დიახ, თქვენ დაადანაშაულეთ. მაისში, დამოუკიდებლობის დღეს. მე თქვენი ციტატა ვიპოვე

არა, არა. მან მე დამადანაშაულა

მან დაგადანაშაულათ, მაგრამ ასევე თქვენ ის. ამაზე მეტყველებს ციტატა.

არა, არა. მე ეს სიტყვა არავისთან მიმართებაში არ გამომიყენებია, მაგრამ [ეს] მან გააკეთა შეიარაღებული ძალების წინაშე, რაც ძალიან პრობლემატურია, განსაკუთრებით მათთვის [შეიარაღებული ძალებისთვის]. მე ამაზე არ მიპასუხია და არ უნდა მეპასუხა, რადგან ჩემი სიტყვა იყო ქართველი ხალხის სიტყვა.

თუმცა [ეს ფაქტი] ძალიან შემაშფოთებელია, ასეთი აგრესიულობა პოლიტიკურ დისკურსში არის ის, რაც საქართველოში პოლარიზაციის მაღალი დონის მიუხედავად, იმ მომენტამდე არ გვქონდა ნანახი.  წლის დასაწყისიდან მოყოლებული ეს აგრესია გაიზარდა, ბატონი ივანიშვილის ძალიან აგრესიული სიტყვით, სადაც მან ჩვენი პარტნიორები დაადანაშაულა.

ეს აგრესიულობა საქართველოს შიგნით ხალხის ერთობას უწყობს ხელს, თუ პირიქით?

ვფიქრობ, დამხმარე ფაქტორია, რადგან [ის] აჩვენებს რეალობას სწორედ ისე როგორიც არის - იმას ვამბობ, რომ ეს რუსული modus operandi-ა და ამას ხალხი ხედავს, რადგან ბევრი წელია ამას განიცდიან. ამიტომ, ამაში ახალი მათთვის არაფერია.

გასაგებია, რაც შეეხება რუსეთს - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორ წელზე მეტს ვითვლით; საქართველო უფრო დაცულად თუ ნაკლებად დაცულად გრძნობს თავს, რუსეთთან მეზობლობის კუთხით.

საქართველოს ორი ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ისინი ორ სამხედრო ბაზას წარმოადგენენ. ერთ-ერთი მათგანი თბილისიდან, დედაქალაქიდან 40 კმ-ში მდებარეობს.

რუსები მუდამ ცვლიან საოკუპაციო ხაზს. მათ გამუდმებით აჰყავთ მძევლები, ადამიანები რომლებიც კვეთენ ამ ხაზს, რომელიც არ იციან სად გადის. ამიტომ, ჩვენ ცხოვრობთ მუდმივად იმის გააზრებით სად არის რუსეთი და რომ რუსეთმა შეიძლება ნებისმიერი რამ გააკეთოს. ამას არასდროს მოუხდენია ქართველის ხალხის მიზანმიმართულობაზე გავლენა იმოძრაოს იმისკენ, რაც მათ მიაჩნდათ თავის მომავალს ერთი ძალიან კარგი მიზეზის გამო - მათ იციან, რომ ხაზის ერთ მხარეს არის ევროკავშირის, ნატო და რომ იქ შენ უსაფრთხოდ ხარ; ხაზის მეორე მხარეს კი - შენ არასდროს ხარ უსაფრთხოდ.

 

ისინი მართლა გეგმავენ აფხაზეთში პორტის აშენებას, ასე არ არის? არსებობს ამის ამსახველი ფოტომასალა. პორტთან მისადგომი გაფართოვდა. რა სახის საფრთხეს წარმოადგენს ეს თვენი აზრით?

ეს სამხედრო საზღვაო ბაზაა. კიდევ ერთი სამხედრო ბაზა ჩვენს ტერიტორიაზე.

შეუძლია ამას კონფლიქტში თქვენი პირდაპირ ჩართვა?

ნებისმიერ რამეს შეუძლია ჩვენი ჩართვა. უფრო შემაშფოთებელია რუსეთის შავ ზღვაზე მეტი კონტროლის დამყარების მცდელობა. ვფიქრობ, უკრაინაში მიმდინარე ომის ერთ-ერთი გამოწვევა, რა თქმა უნდა უკრაინის დამოუკიდებლობაა, მაგრამ ასევ,ე შავი ზღვაა, სადაც რუსეთი კონტროლის შენარჩუნებას შეეცდება. ვფიქრობ, ჩვენი (უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას და ევროკავშირის) საერთო ინტერესია შევინარჩუნოთ შავი ზღვა, თანამშრომლობის ზღვად, და არა ომის ზღვად. 

ჩვენ ვსაუბრობთ ამ კონფერენციაზე და რა თქმა უნდა,  ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე - ეს უსაფრთხოების ფორუმია. დღეს შვედმა გენერალმა მაიკლ ჩესსონმა, რომელიც ახლახან გახდა შვედეთის შეიარაღებული ძალების მეთაური, განაცხადა, რომ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ მომენტში, რომელიც ცივ ომზე მეტად არაპროგნოზირებადია.   

ცივი ომი არ იყო არაპროგნოზირებადი. ყველამ ვიცოდით, ნებისმიერ ბირთვულ ბალანში ჩართულმა მხარეებმა იცოდნენ, რომ ის არ იყოს არაპროგნოზირებადი. დიახ, დღეს ბევრად არაპროგნოზირებადია და არა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე, არამედ მთელ მსოფლიოში.

თქვენი ვადა მალე იწურება, ხომ ასე?! აპირებთ მეორე ვადით იყაროთ პრეზიდენტად კენჭი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წელი პოლიტიკურად იცვლება და პრეზიდენტ არ იქნება არჩეული......

პრეზიდენტი არ იქნება არჩეული პირდაპირი წესით. ეს დამოკიდებულია პროევროპული პოლიტიკური ძალების გადაწყვეტილებაზე; ისინი მიანიშნებენ, რომ სურთ საერთო პრეზიდენტობის კანდიდატი ჰყავდეთ.

როგორც მახსოვს, როდესაც თქვენ გკითხეს პრეზიდენტობაზე, როგორც ცერემონიულ პოზიციაზე საქართველოში, თქვენ უპასუხეთ, რომ დიახ, როლი ცერემონიულია, მაგრამ ის რომ ხალხის სახელით შეგიძლიათ საუბარი, ეს დიდი ძალას გაძლევთ როგორც პრეზიდენტს. ახლა, როდესაც  ეს შეიცვლება და თქვენ იქნებით არჩეული არა ხალხის მიერ, არამედ პოლიტიკოსების მიერ....

დიახ, მაგრამ მომავალი პერიოდისთვის სხვა როლი არსებობს - ეს ქართული ქარტიის იმპლემენტაცია და მისი ბრიუსელში ჩატანაა, მოლაპარაკებების გასახსნელად, სანამ პოლონეთის პრეზიდენტობა დასრულდება. ეს იქნება ის მანდატი, რასაც პროევროპული პარტიები მომცემენ თავისი პრეზიდენტობის კანდიდატობით. ეს ის მანდატია, რომელიც მზად ვარ მივიღო, რადგან ეს არის მოლაპარაკება, რომელიც ნამდვილად მიაღწევს იმ მიზანს, რისთვისაც ამდენი ხანია საქართველო ევროპისკენ მიმავალ კურსს მიყვება.

ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის.

მადლობა

სხვა სიახლეები