საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარგე მარდისალუ-კახარმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.