პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ოლიმპიელების ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიაზე

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს,

პარლამენტის თავმჯდომარეს,

დედაქალაქის მერს,

ქალბატონ ელჩს,

ქალბატონ ნონას,

მოგესალმებით თქვენ, ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებო, ვინც საფრანგეთში  იმისათვის მიდიხართ, რომ საქართველო წარმოადგინოთ და საქართველოსთვის რაც შეიძლება ბევრი მედალი მოიპოვოთ.

ახლა აღნიშნა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ოლიმპიურ თამაშებზე 40 მედალი მიიღო. ეს იმ ქვეყნების მოპოვებულ მედლებზე მეტია, რომლებიც ერთ საუკუნეზე მეტია ოლიმპიადაში მონაწილეობენ. მე სრულიად დარწმუნებული თქვენ შემართებაში და თქვენ შემდგომ გამარჯვებაში.

თქვენ არამხოლოდ არაჩვეულებრივი დონის სპორტსმენები, არამედ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნის ახალგაზრდებისთვის ის მაგალითი ხართ, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება. თქვენ ხართ მაგალითი შემართების, მაგალითი თავდადების, მაგალითი პროფესიონალიზმის, მაგალითი, იმისა, რომ არასოდეს უნდა გაჩერდე თუ გინდა, რომ უფრო მაღალ ეტაპზე ახვიდე, მაგალითი იმისა, რომ ქვეყნისა და პირადი გამარჯვებისათვის ბრძოლისას ორივე ერთად მოდის.

თქვენ ძალიან ბევრისთვის ხართ მზად და მე დარწმუნებული ვარ, დღეს ამ ქვეყანაში ბევრი რამაა ძალიან ეგზისტენციალური და ეს თამაშებიც ეგზისტენციალურია. ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა, გახდა ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დაგვიბრუნდებით და ესეც დიდი, ერთობლივი გახარების მომენტი იქნება.

როცა თქვენ ძალიან ბევრი მედლით დაბრუნდებით, მინდა, რომ პრეზიდენტის სასახლეში მოგიწვიოთ. მართალია, წელს გუნდში ნაკლებნი ხართ, მაგრამ ხარისხიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მედლების ცვენა იქნება.

გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას და ამ ძალიან დიდი წარმატებით ჩვენთან დაბრუნებას, რათა ჩვენც გაგვახაროთ და თქვენც გაიხაროთ.

ძალიან დიდი მადლობა!

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრისას - ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიული მომავლისათვის რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს