საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო, რომელიც რუსულ კანონს 18 მაისს დაადო, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს - ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული შენიშვნებით, მასში აღწერილია კონსტიტუციის 4 მუხლი, რომელიც იღვევა ამ კანონით, არის განმარტებული რატომ არის აღნიშნული კანონი რუსული, მოყვანილია მისი მიღების მოტივაცია და მისი მიღების ფორმა, რომ ეს კანონი ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელია.
რაც ეხება კანონში ერთი წინადადების ჩამატებას, რომ კანონი ამოქმედდეს ერთი დღით, ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კანონი გაუქმდეს. კანონი თუ არ ამოქმედდა, შესაბამისად, მისი გაუქმება შეუძლებელია.
საქართველოს პრეზიდენტის ვეტო - მოტივირებული შენიშვნები ატვირთულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე და გაზიარებული იქნება Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.