ინტერვიუ The Times-თან

ინტერვიუ The Times-თან

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, - აცხადებს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პუტინი ჩართულია ქვეყნის მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნებისა და  ევროკავშირში გაწევრიანების იმედები გაქრობის კამპანიაში

რუსეთი ჰიბრიდული ომის კამპანიას წარმოებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კრემლის ორბიტაზე დაბრუნებას და მისი ევროკავშირში გაწევრიანების იმედების განადგურებას, - განუცხადა The Times-ს შავი ზღვის სახელმწიფოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი განმარტოებული მილიარდერი დამფუძნებელი რუსეთის ზეწოლას დანებდნენ და განზრახ ცდილობდნენ მოსკოვის სახელით საქართველოს „ევროპული გზარელსებიდან გადაიყვანონ.

„ჩვენ ახლა უფრო რუსული ჰიბრიდული ომის სატესტო ქეისი ვართ, ვიდრე პირდაპირი ომის“, - თქვა ზურაბიშვილმა თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინტერვიუს დროს.  

საქართველომ, რომლის მოსახლეობაც 3.7 მილიონია, მოსკოვისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მუშაობს, მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც ბრიუსელის განცხადებით, ქვეყნის შანსებს დააზიანებს.

მიმდინარე კვირა პარლამენტის წინ რამდენიმე ღამის განმავლობაში დიდი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა შემოთავაზებული ახალი „უცხოელი აგენტის“ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც კრიტიკოსების თქმით, რუსეთში არსებული მსგავსი კანონითაა შთაგონებული, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს. ვაშინგტონმა კანონმდებლობა აღწერა, როგორც "კრემლი შთაგონებული".

„მთავრობა არა თუ არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, არამედ ამ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. დეკლარირებული პოლიტიკა ერთია, მაგრამ „ქართული ოცნების“ რეალური პოლიტიკა ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზისთვის საფრთხის შექმნაა“, - თქვა ზურაბიშვილმა იმ პარტიაზე, რომელმაც თავდაპირველად მას, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, მხარი დაუჭირა, მაგრამ საბოლოოდ მისი იმპიჩმენტი სცადა.

„ერთადერთი რამ, რასაც ამის ახსნა შეუძლია რუსეთისგან მომავალი წნეხის არსებობაა. ეს პირადი ზეწოლის გამო თუ სხვა რამის, არ ვიცი; იქნება ეს პირდაპირი მუქარა თუ არა.“  [პრეზიდენტმა] ასევე განაცხადა, რომ რუსეთს საქართველო პროპაგანდის სამიზნეში ჰყავდა ამოღებული, ასევე ქვეყნის შიგნით პრომოსკოვურ ჯგუფებს აფინანსებდა. რუსეთს 2008 წლიდან საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი აქვს ოკუპირებული, მას შემდეგ, რაც კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონების მხარდასაჭერად ქვეყანაში ჯარები განალაგა.

კრიზისი, უკრაინაში 2013-2014 წლების არეულობას გვახსენებს, როცა მოსკოვის წინააღმდეგობის გამო პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების შეთანხმება გააუქმა. იანუკოვიჩი საბოლოოდ ჩამოაგდეს და საპასუხოდ კრემლმა  ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარები განალაგა.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ „უცხოური აგენტის“ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის თითქმის შეუძლებელ გახდება 27 წევრიანი ბლოკის წევრობის მიღება, რასაც [გაწევრიანებას] გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით, 80% უჭერს მხარს.

კანონი მედიასაშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ როგორც „ორგანიზაცია, რომელიც უცხო ძალის ინტერესებს ემსახურება“. ევროკავშირმა ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ გეგმები ლგბტ უფლებების შეზღუდვის კანონის შესახებაც, რომელიც კრიტიკოსების თქმით, მოსკოვის მსგავსი მკაცრი ზომების ანალოგია.

მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი, ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქართული ოცნების მიერ იყო მხარდაჭერილი, მმართველი გუნდის მიმართ მკვეთრად შეიცვალა. 

გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“ მისი იმპიჩმენტი წარუმატებლად მას შემდეგ სცადა, რაც იგი ევროპლ ლიდერებს შეხვდა მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ თანხმობა მთავრობისგან არ ჰქონია. მაშინ, როცა მისი პოზიცია ძირითადად სიმბოლურია, ის კანონის მოწინააღმდეგე მთავარ ფიგურად იქცა. მისი თქმით, [ეს კანონი] საქართველოს „ხელახლა გასაბჭოებას“ გამოიწვევს. ამ კვირაში მთავრობამ ის  "უცხოური გავლენის აგენტობაში" დაადანაშაულა.

პარტია „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილმა დააარსა, ოლიგარქმა, რომელმაც თავისი ქონება ლითონებსა და საბანკო საქმეებში რუსეთში 20 წელზე მეტი ხნის წინ დააგროვა. ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი 2012 წელს მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა, მაგრამ 13 თვის შემდეგ გადადგა. ოპოზიცია ამბობს, რომ ის საქართველოს დე ფაქტო მმართველად რჩება. ის უზარმაზარ ზღაპრულ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც თბილისის გადმოჰყურებს.

ზურაბიშვილმა აღიარა, რომ მას მტკიცებულება არ ჰქონდა, რომ ივანიშვილი პირდაპირ ბრძანებებს მოსკოვიდან იღებდა, მაგრამ თქვა: „ობიექტურად, მისი და მთავრობის (რომელიც მას ემორჩილება) გადაწყვეტილებები, რუსეთის სასარგებლოდ თამაშობს“.

მან ასევე, შეშფოთება გამოხატა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების გამო. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა პუტინის მოწინააღმდეგედ მიიჩნევა, ზურაბიშვილის თქმით, შეუძლებელი იყო თვალყური დევნება კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა ქვეყანაში. რუსებს საქართველოში უვიზოდ ერთ წლამდე შეუძლიათ დარჩენა.

„მე არ ვამბობ, რომ თითოეული ეს ადამიანი მაინც და მაინც რუსული ჰიბრიდული პოლიტიკის იარაღია, მაგრამ ფაქტორიები არიან. ჩვენ არ ვიცით ამ ხალხის რა პროცენტი ემსახურება სხვა ინტერესებს“, - თქვა პრეზიდენტმა.

კრემლმა უარყო, რომ ,,უცხოური აგენტის კანონპროექტი, რომელსაც მომიტინგეებმა მეტსახელად "რუსული კანონი" დაარქვეს, მოსკოვის გავლენის შედეგია. თუმცა, პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ასეთი კანონები აუცილებელია უცხოური დაფინანსების ზედამხედველობისთვის და რომ მის მიმართ წინააღმდეგობა "ანტირუსული სენტიმენტების პროვოცირებისთვის" გამოიყენება.

ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, 2003 და 2004 წლებში საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში. 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი, პროდასავლელი პოლიტიკოსი, ხელისუფლებაში იყვანა, [ზურაბიშვილი] საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. მოგვიანებით ოპოზიციაში გადავიდა და ექვსი წლის წინ, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვა უარი.

ომით განადგურებულ უკრაინასთან ერთად, საქართველო ერთ-ერთია იმ შვიდ ქვეყნიდან, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავ ზღვას ესაზღვრება. ამ ქვეყნებიდან მხოლოდ ორი, ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრი. ზურაბიშვილმა თქვა, რომ მოსკოვი ცდილობს დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ რეგიონში თავის გავლენას არ დათმობს.

„რუსეთი ცდილობს ევროპელებსა და ამერიკელებს დაუმტკიცოს, რომ ამ რეგიონის შენარჩუნებას აპირებს “, - განაცხადა ზურაბიშვილმა. „შავი ზღვა რუსეთსა და ევროკავშირს შორის გეოსტრატეგიული ბალანსის მთავარი კომპონენტი გახდა. ასე რომ, სასწორზე ბევრი რამ დევს.”

მან ასევე, საქართველოში არსებული კრიზისი წარმოაჩინა, როგორც კავკასიის რეგიონში დასავლეთსა და რუსეთს შორის უფრო ფართო ბრძოლის ნაწილი. მეზობელი სომხეთი, კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო, ასევე ცდილობს მოსკოვისგან დაშორებას, ევროპის მიმართულებით. „თუ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ დაიბლოკება, ეს ასევე საფრთხეს შეუქმნის სომხეთის მცდელობებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ თუ სადავო კანონს მიიღებენ, ვეტოს დაადებს. თუმცა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტში უმრავლესობა აქვთ, რათა მისი ვეტო დაძლიონ. გასულ წელს პარლამენტში მსგავსი კანონის მიღების მცდელობა უზარმაზარი დემონსტრაციების შემდეგ, სადაც მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი, ჩავარდა.

როგორც ჩანს, დაძაბულობა გაიზრდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება. მიუხედავად ზურაბიშვილის განცხადებისა, რომ ვერ გამორიცხავ ხელისუფლების მცდელობას გააყალბოს ხმები, ვარაუდობს, რომ პროევროკავშირის ძლიერი განწყობებიდან გამომდინარე, [ხელისუფლებას] ამის წარმატებით განხორციელება გაუჭირდება.

”დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ამჯერად ამ კანონს არ გაიწვევს, რაც არ უნდა მოხდეს, მას მეორე და მესამე მოსმენით მიიღებს,” - თქვა პრეზიდენტმა. „მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ აჩვენოს სად დგას. ნამდვილი ტესტი ოქტომბრის არჩევნებზე ჩატარდება. მოსახლეობას სწორედ მაშინ მიეცემა შანსი ევროპასა და რუსეთს შორის გადაწყვეტილება მიიღოს.

 

სხვა სიახლეები