პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეები ბესიკ ნიკოლიშვილი და მურმან გახოკიძე ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა

ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეები ბესიკ ნიკოლიშვილი და მურმან გახოკიძე (სიკვდილის შემდეგ) ვახტან გორგასლის II და III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 

ვახტან გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა შინაგანი ჯარების სერჟანტი ბესიკ ნიკოლიშვილი, ხოლო ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით - აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის წარმომადგენელი მურმან გახოკიძე. 

სახელმწიფო ჯილდოები დაღუპული სამხედროების ოჯახებს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა დავით თევზაძემ და ანგი ხუციშვილმა გადასცეს.

სხვა სიახლეები