პრეზიდენტი - საქართველოსთვის ეს არჩევანია: ან დამოუკიდებლობა ან დამონება, ან ევროპა ან რუსეთი; ჩვენ ვიცით რა გვინდა!

საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო:

,,ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას და ვერავინ ვერაფერს გვიზამს. ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანია. 

დღეს, ხვალ თუ ზეგ ვერავინ ვერასოდეს გაიმარჯვებს ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში.

მე არ ვიცი რა იქნება დასავლეთის რეაგირება (ალბათ იქნება), მაგრამ აქ მთავარია ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა - გვინდა ის, რაც მოხდა 9 აპრილს, თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს? საქართველოსთვის ეს არჩევანია: ან დამოუკიდებლობა ან დამონება, ან ევროპა ან რუსეთი; ჩვენ ვიცით რა გვინდა!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სხვა სიახლეები