ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 33 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის მოყვარული ფოტოხელოვანი ნაზი გაბაიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ორბელიანების სასახლეში მოეწყო დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების პერიოდში ნაზი გაბაიძის მიერ გადაღებული ფოტოებისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილის იყო ბიბლიოთეკაში დაცული ექსპონატები: საქართველოს დამოუკიდებელი აქტის სამუშაო ვერსიები, აკაკი ჩხენკელის დეპეშა გიორგი კვინიტაძისადმი, ნიკო ნიკოლაძის მემუარის (1918 წ.) ეკონომიკური ნაწილი (საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა სახელმწიფოებსა და ერებს).
დღესვე სასახლეში სტუდენტებისათვის საბჭოთა კავშირის ისტორიის მკვლევარის რუსუდან კობახიძის, ისტორიკოს გიორგი არქანიასა და მიხეილ ბახტაძის ლექცია ჩატარდა, რომელზეც ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს 26 მაისს, 31 მარტსა და 9 აპრილს შორის კავშირზე.