დღეს წარმატებული და ნაყოფიერი მთარგმნელობითი საქმიანობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა მთარგმნელები: მაია ბადრიძე, მაია ვარსიმაშვილი-რაფაელი, მედეა ზაალიშვილი, თამარ ჯაფარიძე.
საქართველოში კავკასიელ ხალხთა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებისა და შენარჩუნებისათვის, ჩერქეზული ენისა და კულტურის სწავლებასა და წარმოჩენაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის კი, თამარ უჯუხუ დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდოები მთარგმნელებს პრეზიდენტმა პირადად გადასცა.