ორბელიანების სასახლეში ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა

ორბელიანების სასახლეში ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის და ისლანდიის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა ისლანდიის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და შედგა დელეგაციების გაცნობის ცერემონია. 

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

სხვა სიახლეები