სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა და დღე პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, სუხიშვილების ანსამბლმა კი სახელმწიფო დროშით ქართული ხალხური ცეკვის, ,,ხორუმი“ ფრაგმენტი - მხატვრული პერფორმანსი შეასრულა.
სტუდენტებმა ორბელიანების ქუჩაზე საქართველოს გიგანტური დროშა გაშალეს. ორბელიანების სასახლეში გამოიფინა საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც ორბელიანების სასახლეში ინახება.
პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში დავით თევზაძემ სტუდენტებს დროშის შესახებ ლექცია ჩაუტარა.