საქართველოს პრეზიდენტი დღეს 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა და დაღუპულთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 14 სამხედროა და 6 მშვიდობიანი მოქალაქე.