საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში სტომატოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, წარმატებული პროფესიული, სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას ქეთევან გოგილაშვილის ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ.