ორბელიანების სასახლეში ენციკლოპედიის ,,ანტიკური კავკასია“ მეხუთე ტომის პრეზენტაცია გაიმართა.
აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის განცხადებით, ენციკლოპედიის მეხუთე ტომი რუკებსა და ილუსტრაციებს ეთმობა. რუკების მნიშვნელოვან ნაწილში ანტიკური წყაროების მონაცემები თანამედროვე კარტოგრაფიულ სისტემაშია ჩასმული და რუკების რამდენიმე ჯგუფია წარმოდგენილი: საკუთრივ კავკასია, კავკასია და ანტიკური სამყარო, კავკასია მეზობელი რეგიონების კონტექტში. ილუსტრაციების განყოფილება უპირატესად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ძეგლებსა და არტეფაქტებს მოიცავს. გამონაკლის შემთვევებში ვითვალსიწინებთ ძველი არმენიისა და არკავკასიური ალბანიის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იმ ძეგლებსა და არტეფაქტებს, რომელთა ილუსტრაციებზეც მიგვიწვდება ხელი.
ენციკლოპედიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: ენციკლოპედიის „ანტიკური კავკასიის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რისმაგ გორდეზიანი, თსუ პროფესორი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი ლევან გიგინეიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ენციკლოპედია „ანტიკური კავკასიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი მაია დანელია, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმო შტიკლერი, - ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი ტასილო შმიტი, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორიანიგრეტ პლონტკე-ლიუნინგი.