საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან მშიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში ქალთა გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ირენ ფელინთან მშიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში ქალთა გაძლიერების საკითხები განიხილა.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ქალების როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ალიანსი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ასევე, ხაზი გაესვა პოლიტიკაში ქალი ლიდერების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. 

შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდიანე ომს და რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას. ასევე, ვილნიუსში დაგეგმილ ნატოს სამიტს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო უმაღლესი დონით იყოს წარმოდგენილი.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება. 

შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის საკითხების განხილვისას აღინიშნა, რომ ქალთა გაძლიერება განათლების დონის ამაღლებით უნდა განხორციელდეს.

პრეზიდენტმა სტუმარი თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც ივლისში ჩატარდება. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფერენციაში მნაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

სხვა სიახლეები