საქართველოს პრეზიდენტს საუდის არაბეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მაჰმუდ ადიბიმ, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ჰადას ესთერ მეიცადიმ და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშოტ სმბატიანმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ცერემონიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესწრებოდა.