საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან ლელა ჯანაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობაზე ისაუბრეს.