პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა

პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს და შეთანხმდნენ, მომდევნო თვეების განმავლობაში, როგორ უნდა წარიმართოს ერთობლივი პროცესი, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წლის ბოლომდე რეკომენდირებული დღის წესრიგის შესრულების მიზნით.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული რეკომენდაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპოლარიზაციაა, რომლის დაძლევის ძირითად გზას, სწორედ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და გაძლიერება წარმოადგენს.

სხვა სიახლეები