პრეზიდენტმა წიგნის მუზეუმს ელენე ახვლედიანის პირადი ბიბლიოთეკიდან უნიკალური წიგნები საჩუქრად გადასცა.
კუბიზმის მანიფესტები - გიომ აპოლინერის „ესთეტიკური მსჯელობა - კუბისტი მხატვრები“ და ალბერ გლეზისა და ჟან მეცინგერიის ,,კუბიზმი“ პრეზიდენტის მიერ საკუთარი სახსრებით იქნა შეძენილი, რომლებიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.
“ეს ორი მნიშვნელოვანი წიგნი სწორედ ევროპულ კულტურასთან გვაახლოებს და გვაჩვენებს თუ რამდენად შერწყმული ვიყავით მასთან, სანამ საბჭოთა კავშირი და საბჭოთა წნეხი ევროპას დაგვაშორებდა. ამ გზას ახლა ვუბრუნდებით და ამის ნიშნად მინდა გადმოგცეთ ეს ორი წიგნი“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან თაქთაქიშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს. მან აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის მიერ გადაცემული არაერთი მასალა ინახება.
,,ქალბატონ სალომეს არაერთი საჩუქარი გვაქვს ჩვენ ჯერ მის პრეზიდენტობამდე. მისი მამის, მეუღლის არქივები ინახება ბიბლიოთეკაში. ქალბატონი სალომეს უშუალო მითითებით დამზადდა და გადმოგვეცა მიხა ხელაშვილის ეროვნული გმირის ორდენი. ამის საპასუხოდ, ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო მასალა მოვიძიოთ“ - აღნიშნა ლევან თაქთაქიშვილმა.