პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 15 დაოჯახებულ შ.შ.მ. პირს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ტკბილეული და სააფთიაქე ვაუჩერები გადაეცათ.
როგორც შ.შ.მ. პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა სიმონ პეტრიდისმა აღნიშნა ისინი, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ამსხვრევენ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს და ქმნიან ოჯახებს, რაც ხელს უწყობს დამოუკიდებელი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 23-ე მუხლი გვავალდებულებს, რომ ხელი შევუწყოთ შ.შ.მ. პირთა ოჯახების გაძლიერებას.
მისი განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შ.შ.მ. პირთა და ქალთა უფლებების დაცვას და მიაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედებისთვის სახელმწიფოში არსებული სერვისები განვითარებას საჭიროებს და ადმნინისტრაცია კი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცდილობს ხელი შეუწყოს მათი უფლებების რეალიზებას.
ოჯახების იდენტიფიცირების პროცესში ჩართულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.