ორბელიანების სასახლეში საქართველო - აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი აღინიშნა

ორბელიანების სასახლეში დღეს თბილისში ვიზიტით მყოფ კონგრესმენთა დელეგაციასთან და საელჩოსთან ერთად საქართველო - აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი აღინიშნა.

ღონისძიებას, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა და გამოფენას, კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის კონცერტს აერთიანებდა, საქართველოს პრეზიდენტი და კონგრესმენები დაესწრნენ.

სასახლეში გამოიფინა პროკუდინ გორსკის მიერ განსაკუთრებული ტექნიკით საქართველოში მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები, რომლებიც 1944 წლიდან კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული. 

და ასევე გამოიფინა საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის პერიოდის ამერიკული დახმარების ფონდების დოკუმენტაცია და 90 -იანი წლების ის ახალი შეთანხმებები, რომლის საფუძველზეც დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები და გაიხსნა საელჩო.

სხვა სიახლეები