დღეს, ორბელიანების სასახლეში ლვოვის სიმფონიური ორკესტრის ქალმა წევრებმა წინასაკონცერტო რეპეტიცია გამართეს.
უკრაინელი და ქართველი არტისტების ერთობლივი აქცია-კონცერტი 11 აპრილს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართება. კონცერტი, გლობალურ საქველმოქმედო ტელემარათონს უერთდება და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ფინანსური დახმარებისათავის იმართება.
საქველმოქმედო საღამო უკრაინაში თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანებს მიეძღვნება.