საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტებმა ითბილისში ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე იმსჯელეს
საქართველოს პრეზიდენტმა საომე ზურაბიშვილმა ჩრდილო მაკედონიის პრეზიდენტთან, სტევო პენდაროვსკის ტელეფონით ესაუბრა.
მხარეებმა განიხილეს პანდემიის გამო საქართველოსა და ჩრდილო მაკედონიაში შექმნილი ვითარება და ასევე, რეგიონში შექმნილი მდგომარეობა.
ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოს ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
მხარეებმა ისაუბრეს ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე თბილისში ქალები მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის კონფერენციის ჩატარების შესახებ, რომელიც ეუთოს პარტნიორობის ფარგლებში გაიმართება და ამავე კონტექსტში, ჩრდილო მაკედონიის, როგორც 2023 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა დადებითი შეაფასება მისცეს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის დაწყებას, რომელსაც ხელი მოიწერა წელს საქართველოს პრეზიდენტის ჩრდილო მაკედონიაში ვიზიტისას მოეწერა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ პენდაროვსკის "საქართველოს და ჩრდილო მაკედონიის პრეზიდენტების ერთობლივი სტიპენდიის" დაწესების გამო, რომელზე შეთანხმებასაც ასევე, ვიზიტის დროს მიაღწიეს და რომლის ფარგლებშიც ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტის დაფინანსებით წელწადში ერთი ქართველი სტუდენტი ჩრდილო მაკედონიაში ისწვლის.