​საქართველოს პრეზიდენტი კათოლიკეებს, პროტესტანტებსა და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილ მრევლს მაცხოვრის შობის დღესასწაულს ულოცავს

"ვულოცავ შობას ყველა ქრისტიანს, საქართველოსა და მსოფლიოში, ვინც ამ უდიდეს დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.
იესოს დაბადებით სამყაროში უმნიშვნელოვანესი გარდატეხა მოხდა. მაცხოვრის შობა არის სიმბოლო სიყვარულის, სიახლის, სიკეთის.
კაცთმოყვარეობა არის ის, რაზეც დგას ქრისტიანობის ისტორია.
ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და სიმშვიდეს"- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
 

სხვა სიახლეები