საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, ახალი, 2019 წელი მისიებში მყოფ სამხედროებს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა, სადაც თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების დამსახურება და მათი საქმიანობის მნიშვნელობა.
სამხედრო მართვის ცენტრიდან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ჩართვა განხორციელდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხ ლოკაციაზე და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.