საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრისას განიხილებოდა ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, თებერვალში, პარიზში პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი.
ირაკლი კობახიძემ კი, თავის მხრივ პრეზიდენტს საფრანგეთში მისი ვიზიტის შედეგები გაუზიარა.