საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდა.
პირველ სამუშაო შეხვედრაზე კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს 2019 წელს დედაქალაქში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო. პრეზიდენტმა თბილისის მერს მათ განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს შეეხო.
შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია დაესწრო.