საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი დაზვერვის საკითხებში დავით სუჯაშვილი მიიღო.
დავით სუჯაშვილმა პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებს უკავშირდება. პრეზიდენტმა დავით სუჯაშვილს მიმდინარე რეფორმების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, უსაფრთხოების მიმართულებით რეგიონში შექმნილ ვითარებასა და საგარეო გამოწვევებს.