სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათთვის პრობლემურ და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.
 
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უცხოეთში მცხოვრები სტუდენტები და დიასპორის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან და სერიოზულ ნაწილს წარმოადგენენ და მათ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, ამიტომაც საზღვარგარეთ მისი ვიზიტები სწორედ, სტუდენტებთან შეხვედრებით იწყება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
 
სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა რა პრობლემები ექმნებათ ქართველ სტუდენტებს უცხოეთში სწავლისა და ცხოვრებისას, რა მოლოდინები აქვთ მათ, სად ხედავენ საკუთარ თავს საქართველოში დაბრუნებისას -კერძო, თუ საჯარო სექტორში, როგორ ფიქრობენ, რა განწყობა და მზაობა უნდა არსებობდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათთან მიმართებაში.
 
"მაინტერესებს, თუ ახლავე აპირებთ დაბრუნებას საქართველოში როგორ და სად ხედავთ თქვენს თავს. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, სადაც რეალურად, საცხოვრებელ ადგილს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მთავარია, რა კავშირი არსებობს, როგორ შეიძლება ეს კავშირი გაძლიერდეს, რათა ორივე მხარისათვის ნაყოფიერი იყოს", - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებს.

სხვა სიახლეები